Jump to content
Sign in to follow this  

კანაფის ღია გრუნტში მოყვანის თავისებურებანი

Recommended Posts

შინაარსი

ეს მეთოდი ათეულობით წელს ითვლის და დღემდე მოთხოვნადია. ვერანაირი გროუბოქსი და სათბური ვერ შეცვლის კანაფის კულტივირების ბუნებრივ პირობებს. აუთდორშე იღებენ მაქსიმუმს. ეს არ ეხება მხოლოდ მოსავლის რაოდენობას, აუთდორში მაღალი ხარისხის, ძლიერი ეფექტის და საუკეთესო გემოსა და არომატის მარიხუანას იღებენ.

მარიხუანას დეკრიმინალიზაციამ და ლეგალიზაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა აუთდორის მომხრეების რაოდენობა. კანონის ფარგლებში შესაძლებელია თესლების შეძენა და საკუთარი პლანტაციის გაშენება. ჯერჯერობით ეს ხელმისაწვდომია კანადის, აშშ-ს, ურუგვაის, ნიდერლანდების და ესპანეთის მოსახლეობისთვის. როგორ მოვიყვანოთ კანაფი, არ დავუშვათ შეცდომები, მოვახდინოთ მარიხუანას სტიმულირება მაქსიმალური შედეგის მიღებამდე? პასუხები იხილეთ სტატიაში!

 

აუთდორში კულტივირების დადებითი და უარყოფითი მხარეები

აუთდორში კულტივირების დადებითი და უარყოფითი მხარეები

დავიწყოთ უარყოფით მხარეებით, რომელიც საკმაოდ ცოტაა. ყველაზე მთავარი ნაკლი, გარემოს უკონტროლობაა. გროვერი ვერ შეცვლის ამინდს, ვერ დაიცავს გროვს სიცივის, სეტყვის, ქარიშხლის, წვიმების და გვალვისაგან. ასევე გროვი შეიძლება უცხო ადამიანებმა აღმოაჩინონ. ზიანი შეიძლება ცხოველებმა და მწერებმა მიაყენონ. ჩამოთვლილი მინუსების ნაწილობრივ, მინიმუმამდე დაყვანა შეიძლება.

რაც შეეხება დადებით მხარეებს:

  • პირადი უსაფრთხოება (იშვიათად თუ შეძლებს ვინმემ, ტყეში ან შორ მანძილზე კანაფის მოყვანაში დაგადანაშაულოთ)
  • შედარებით იაფი სიამოვნება (არ დაგჭირდებათ არანაირი ხარჯი მოყვანის ადგილის ორგანიზებისთვის)
  • მარტივი კულტივირება (არ არის საჭირო კლიმატის მართვა, განვითარების კონტროლი)
  • სარგებელი (არც ერთი ინდორი არ შეედრება მოსავლის რაოდენობის და ხარისხის მიხედვით აუთდორს).
 

ვირჩევთ კანაფის ჯიშებს აუთდორისთვის

აუთდორისათვის სასურველია ისეთი სტრეინების შერჩევა, რომლებიც ძლიერი იმუნიტეტით და სტაბილურობით გამოირჩევა, ასევე მნიშვნელოვანია მომწიფების დრო, კანაფმა მომწიფება ყინვებამდე უნდა მოასწროს. ფოტოპერიოდული შტამებისთვის ორიენტირი ზაფხულის ბოლო თვეა, სწორედ ამ დროს გადადიან ისინი ყვავილობის ეტაპზე. ამ მომენტიდან აითვალეთ, თუ რამდენი დაგრჩათ ხარვესტამდე. თუ გათვლებით არ ეტევით დროში, უმჯობესია ძიება განაგრძოთ. აუტომოყვავილეები არ გიღალატებენ, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ამინდს, ისინი ზუსტად, დროულად იწყებენ ყვავილობას.

 

აუტომოყვავილე და ფოტოპერიოდული ჯიშები ზომიერ კლიმატში

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, კონტინენტალური კლიმატის რეგიონებში, მოკლე ზაფხულის გამო მეტად ორიენტირებულები არიან აუტომოყვავილეებზე. Cannabis ruderalis-ის გენეტიკური საწყისი მცენარეს მაქსიმალურად ამტანს ხდის სტრესების მიმართ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს აუტოფემი Six Shooter სიდბანკ Fast Buds-სგან, რომელიც 9 კვირაში გადის სრულ სასიცოცხლო ციკლს. ამასთან, 1,5 მეტრიანი ბუჩქი დაახლოებით 350 გრამ სტაფს იძლევა. ციტრუსის და მინდვრის ყვავილების სურნელი, ტჰკ- დონე 21% შტამს საუკეთესოს ხდის.

ფოტოპერიოდულებთან საქმე ცოტა სხვანაირადაა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. აირჩიეთ ინდიკა ან დომინანტი ინდიკას მქონე ჯიშები. ისინი ამტანები არიან და სატივასთან შედარებით სწრაფად მწიფდებიან. შესანიშნავი მაგალითია ფოტოფემი Critical Kush ლეგენდარული Barney’s Farm ბრიდერებისგან. სუფთა Cannabis indica- ტჰკ- დონე 25% აქვს.

 

თბილ კლიმატში

ხმელთაშუაზღვისპირეთის და სუბტროპიკული კლიმატი ყველა შტამს გაახარებს. შესაძლებელია სატივას ჯიშის კანაფის კულტივირება. ყურადღება მიაქციეთ Medical Seeds ესპანელი სელექციონერების მიერ შექმნილ ფოტოფემ Y Griega-, რომელიც ბუჩქიდან 600 გრამ სტაფს იძლევა, მშრალ ნაყოფში ტჰკ 27%-ია. რეკომენდირებულია მისი დიდი სიფრთხილით მოხმარება. სასიცოცხლო ციკლი სამი თვე გრძელდება.

 

სად და როდის დავთესოთ კანაფის თესლები

სად და როდის დავთესოთ კანაფის თესლები

ლოკაციის განსაზღვრას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ის განსაზღვრავს მომავალი მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს. ძალიან მნიშვნელოვანია გროვერის უსაფრთხოება. სასურველია პლანტაციის ადგილის სიახლოვეს არ იყოს ბილიკები და გარშემო არ იყვნენ ცხოველები. ადგილი არ უნდა იყოს დატბორილი და არ უნდა გუბდებოდეს წვიმის შემდეგ წყალი. მაღალი ტენიანობა ადრე თუ გვიან გამოიწვევს ლპობას. მოერიდეთ დაბლობ ადგილებს. სასურველია ახლოს იყოს სუფთა წყალი. ეცადეთ მოარიდოთ გროვი უცხო თვალს, შეარჩიეთ ადგილი, სადაც მაღალი მცენარეებია, მაგრამ ჩრდილი დაუშვებელია. უზრუნველჰყავით სინათლე მინიმუმ 8 საათი.

და ბოლოს, გრუნტის ნაყოფიერება. ჟოლოს და ჭინჭრის სიახლოვე კარგი არჩევანია, ნიადაგის კომპონენტების მოთხოვნების მიხედვით ეს მცენარეები კანაფის მსგავსია.

 

ნაკვეთის მომზადება

ადგილის შერჩევის შემდეგ, პირდაპირ თესლების მიწაში ჩაფვლა და მოსავლის ლოდინი არ შეიძლება. გრუნტი უნდა იყოს ნაყოფიერი და უზრუნველყოფდეს გროვს ყველა საჭირო კომპონენტით. დაიწყეთ მომზადება შემოდგომაზე. გაზაფხულზე ნიადაგს შეგიძლიათ შეურიოთ ჰუმუსი ნაკელით. შეგიძლიათ დარგვის დროს ორმოები შეავსოთ ბაღის ნიადაგის ნარევით, რომელიც იყიდება სპეციალიზირებულ მაღაზიებში.

ბოლო შტრიხია ლოკაციის შენიღბვა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტოტები, რომლითაც მისასვლელ გზას დაფარავთ. ხის ტოტები და მაღალი ბუჩქები, რომლებიც მცენარეს დაჩრდილავს, უნდა მოჭრათ. შემდგომში სწორედ მათი გამოყენება შეგიძლიათ გზის შესანიღბად. ლოკაციის ცხოველებისგან დაცვა შესაძლებელია გამოიყენოთ ჩვეულებრივი შემოსაღობი მავთული.

 

დარგვის დრო

ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ გავმეორდებით, რომ ოპტიმალური დრო იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ღამის ტემპერატურა +10 გრადუსია. ეს თესლებისთვის. ჩითილის გრუნტში გადატანა ხდება როდესაც ტემპერატურა ერთნახევარჯერ მეტია. უკეთ გახარებისთვის, შეგიძლიათ ჩითილი „გაკაჟოთ“, წინასწარ გაიტანეთ ხოლმე აივანზე.

 

კანაფის მოვლის წესები აუთდორში

კანაფის მოვლის წესები აუთდორში

ინდორში კულტივირებისგან განსხვავებით, აუთდორში, გროვერისგან არ მოითხოვება ტოტალური ძალისხმევა. ასე გამოიყურება გროვერის ძირითადი „მოვალეობები“ აუთდორში გროვის დროს:

  • უნალექო ამინდებში რეგულარული მორწყვა;
  • საჭიროების შესაბამისად სასუქის სისტემატიური დამატება;
  • მცენარის პერიოდული დათვალიერება დაავადებების ან მავნე მწერების აღმოსაჩენად;
  • ყვავილობის დროს დეფოლაცია, ჰაერის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად, ტენიანობის შესამცირებლად და ბუჩქის ყველა ნაწილში მზის სინათლის ენერგიის მისაღებად.
 

როგორ ავარიდოთ თავიდან კანაფს დაავადებები

იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ სავალალო შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია მწერების შემოსევებთან, დაავადებებთან და ინფექციებთან, რეკომენდირებულია ჩატარდეს პერიოდული პროფილაქტიკა. წესად აქციეთ, ყოველ მისვლაზე საგულდაგულოდ დაათვალიერეთ თითოეული ბუჩქი. მნიშვნელოვანია დროულად აღმოაჩინოთ პრობლემა და მომენტალურად მოახდინოთ რეაგირება.

მწერების შემოსევას აგარიდებთ გროვის პესტიციდებით დამუშავება. აუცილებლად გამოიყენეთ ორგანული წარმოშობის სპეციალური პრეპარატები. სინთეტიკური წარმოშობა ავნებს საბოლოო სტაფის გემოსა და არომატის მახასიათებლებს.

 

მოკლედ უსაფრთხოების შესახებ

წარმოგიდგენთ რამოდენიმე რეკომენდაციას, რომელიც დაეხმარება გროვერს:

  • ეცადეთ მოინახულოთ გროვი ყოველ ჯერზე სხვა და სხვა მარშუტით, რათა არ გაჩნდეს ბილიკები და პლანტაცია არ გახდეთ შესამჩნევი უცხო თვალისთვის;
  • წინასწარ მოამზადეთ პასუხის რეალური ვერსია, კითხვაზე, თუ რას აკეთებთ აქ;
  • თუ შეამჩნევთ უცნაურ აქტიურობას არჩეული ადგილის სიახლოვეს, სასწრაფოდ შეცვალეთ ლოკაცია;
  • მთელი საჭირო ინვენტარი შეინახეთ სადმე ახლოს, რათა მათი ტარებაც არ გახდეს შესამჩნევი.
 

მოსავლის აღების დრო

მოსავლის აღების დრო

აუთდორისთვის ეს დრო სავარაუდოდ შემოდგომა იქნება. გამონაკლისს წარმოადგენს აუტომოყვავილე შტამები, რომლებიც გრუნტში ადრე გადაიტანეს. შემოდგომის ამინდების წინასწარ განსაზღვრა რთულია. წვიმიანი შემოდგომა არ არის საუკეთესო ყვავილობის ბოლო ფაზისთვის და საბოლოო ხარვესტისათვის. კანაფის გირჩებს, ბოლო პერიოდში მინიმალური ტენიანობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ობით დაავადების რისკი. საერთოდ უარი თქვით მორწყვაზე, ყოველ ვიზიტზე, წვიმის შედეგ, საგულდაგულოდ დაფერთხეთ ბუჩქი წვიმის წვეთების მოსაშორებლად.

თუ სიმწიფის პიკზე პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია ხანგრძლივი წვიმები, რეკომენდირებულია მოსავლის ადრე აღება, რადგან წვიმის და აგრილების გამო, ხარვესტი შეიძლება სულ არ დაიწყოს. დაობებულ გირჩებს მოუმწიფებელი სჯობს.

მოსავლის აღების საუკეთესო დრო ადრიანი დილაა, როდესაც ჯერ კიდევ არ მოძრაობს ბევრი ხალხი. სტაფი მოაგროვეთ ჰერმეტულ მოცულობაში.

Share this post


Link to post

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.
Note: Your post will require moderator approval before it will be visible.

Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Restore formatting

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Sign in to follow this  

×
×
  • Create New...